აჭარაში, ხანდაზმულთა პანსიონატში ხუთ ბენეფიციარს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარაში, ხანდაზმულთა პანსიონატში, ხუთ ხანდაზმულს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ისინი კლინიკებში არიან გადაყვანილი

-„თავშესაფრის ბენეფიციარების დაინფიცირების წყარო უცნობია, ინფიცირებულია ამავე დაწესებულების თანამშრომელიც. ის 2 სექტემბრის შემდეგ შვებულებაშია. მათი მდგომარეობა სტაბილურად და უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ჩვენთან პერიოდულად ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მოდიოდნენ, შესაბამის გამოკვლევებს აწარმოებდნენ. რამდენიმე დღის წინ, ნიმუშები აგვიღეს. ხუთს ხანდაზმულს დაუფიქსირდა, მათი ოთახები დაკეტილია,  ჩატარდება დეზინფექცია.

2 სექტემბრის შემდეგ ჩვენთან კარანტინია გამოცხადებული. დაწესებულებაში ამ დროისათვის 120 ხანდაზმული გვყავს “, – განაცხადა დაწესებულების ხელმძღვანელმა, დეკანოზმა იოანე ბარამიძემ.

საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2562 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა  1381-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6633 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები