აჭარის მთავრობა წარმომადგენლობით და სამივლინებო ხარჯებს ანახევრებს. დანაზოგს არსებული გამოწვევების გადასაჭრელად გამოიყენებს. დანაზოგი ერთი მილიონი ლარი იქნება“

-„აჭარის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება. როგორც მთავრობის აპარატში, ისე სამინისტროებში, განახევრდება ყველა წარმომადგენლობითი და სამივლინებო ხარჯი, რომელიც დაგეგმილი გვქონდა 2020 წელს და მოხმარდება არსებულ გამოწვევებს.

დანაზოგს კი, კორონავირუსთან დაკავშირებული გამოწვევების გადასაჭრელად გამოიყენებს. დანაზოგი ერთი მილიონი ლარი იქნება.

შეიქმნა პირველადი საჭიროების მედიკამენტების ბაზა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს გადაეცემა.

ბიზნესის ჩართულობით ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა პირველადი მედიკამენტების ბაზა. უკვე შეძენილია, გადაეცემა შესაბამის უწყებებს და ეტაპობრივად დაურიგდებათ ყველაზე მოწყვლად რისკჯგუფებს.

განსაკუთრებული მეთვალყურეობა გაეწევათ 70 წლის და მეტი ასაკის ადამიანებს, რომლებსაც თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცათ. 6400-მდე მოქალაქე  სასურსათო კალათას მიიღებს, რომელიც გაიცემა სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა ერთიან ბაზაში 100 000 ქულამდე რეგისტრირებულ ოჯახებზე, რომლებშიც ფიქსირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარტოხელა პენსიონერები, სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების მქონე პირები და სხვა ჯგუფები.

სასურსათო პროდუქციის მიწოდების პროცესში ჩართული იქნება რეგიონის ახალგაზრდული ცენტრი, მოხალისე ახალგაზრდები, რომლებიც შესაბამის ტრეინინგს გაივლიან.

აჭარის რეგიონში ყველა ინვესტორი საინვესტიციო ვალდებულებებისგან ოთხი თვით გათავისუფლდა“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

 

 

კომენტარები