აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად მიხეილ დილიმაშვილი დაინიშნა
აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად პოლიციის პოლკოვნიკი მიხეილ დილიმაშვილი დაინიშნა.
ეს ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახურმა გაავრცელა.
მიხეილ დილიმაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა.
2005-დან 2015 წლამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სხვადასხვა საკვალიფიკაციო და პროფესიული სასწავლო კურსი აქვს გავლილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მუშაობა 2001 წელს რიგით პოლიციელად, დაიწყო.
2004-2009 წლებში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ოცეულის, ხოლო შემდეგ ასეულის მეთაურის პოზიცია ეკავა;
2009 წლიდან 2012 წლამდე მუშაობდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარ სამმართველოში, სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე;
2012-2014 წლებში იყო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს ასეულის მეთაური, შემდეგ- მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;
2014 წლიდან ეკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საპატრულო პოლიციის შემოწმების სამსახურის უფროსის თანამდებობა;
2018 წლიდან 2019 წლის 30 იანვრამდე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის პოზიციაზე მუშაობდა;
2019 წლის იანვრიდან აგვისტომდე მიხეილ დილიმაშვილს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა.
ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.
ჰყავს მეუღლე და შვილი.