აჭარის ტელევიზიაში დირექტორის თანამდებობაზე ვეკანსია გამოცხადდა

რამოდენიმე წუთის წინ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ კენჭი უყარა დირექტორობის კონკურში მონაწილე კანდიდატებს და როგორც წინა კენჭისყრაზე ასევე ახლაც სამი ხმა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.

კენჭისყრამ კურიოზის გარეშე არ ჩაიარა. ერთი ხმა არაკონკურსანტ ნათია კაპანაძეს ერგო. შეგეხსენებთ ნათია კაპანაძე  აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ დიტექტორის თანამდებობიდან ხმაურით დაითხოვა, ამ გადაწყვეტილებას მრჩეველთა საბჭოს წევრი ბეჟან გობაძე ეწინააღმედეგებოდა და სავარაუდოთ კაპანაძეს ხმა გობაძემ მიცა.

 

კომენტარები