აჭარის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა – მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

კორონავირუსი აჭარის ჯანდაცვის მინისტრს, ნინო ნიჟარაძეს დაუდასტურდა.  იზოლაციაში ყოფნის პერიოდში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

ჯანდაცვის სამინისტრის ინფორმაციით, ნინო ნიჟარაძე ბინაზე მკურნალობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

საქართველოში კორონავირუსის 1 852 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 696 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 7 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. 7 ადამიანი გარდაიცვალა, აჭარაში – 6 ადამიანი, ხოლო კახეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 342 გარდაცვალების შემთხვევა.

1 852 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს – 42 579.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1 696 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 26 800-მდე გაიზარდა.

1 852 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

თბილისში გამოვლენილია 650 შემთხვევა, აჭარაში – 389, იმერეთში – 441, ქვემო ქართლში – 68, შიდა ქართლში – 51, გურიაში – 28, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 114, კახეთში – 20, მცხეთა-მთიანეთში – 51, სამცხე-ჯავახეთში – 27, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 13.

ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 411. 4 293 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 125, აჭარაში – 709. მძიმე პაციენტი არის 519, მათ შორის, თბილისში – 279, აჭარაში – 86. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 230 ადამიანი – მათ შორის, თბილისში – 100, აჭარაში – 83. 2 236 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 077 – აჭარაში, ხოლო 837 – თბილისში. 8 882 ადამიანი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 977 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 609, აჭარაში-1 419.

სულ 6 ოქტომბრის – 1 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 10 982 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 876 ადამიანი, საიდანაც თბილისში – 2 867 პირი, აჭარაში – 13 341, იმერეთში – 3 813.

კომენტარები