აჭარული ხაჭაპური მსოფლიოში 50 საუკეთესო პურეულს შორის მოხვდა

ამერიკული ტელეარხი CNN აქვეყნებს 50 ქვეყნის სიას, სადაც ცხვება საუკეთესო პურის ნაწარმი. პუბლიკაციის შეავალში აღნიშნულია, რო 16 ოქტომბერს აღინიშნა პურის საერთაშორისო დღე და ამასთან დაკავშირებით ხელმომწერებს სთავაბობს 50 ქვეყნის 50 პურის სახეობას. იქვე მიუთითებს, რომ ნუსხა შედგენილია ქვეყნების ლათინური დასახელებების მიხედვით ანბანური წესით. ანუ ქვეყნები დალაგებულია ლათინური ანბანის მიხედვით. ეს უწყინარი რეიტინგი სომეხმა ჟურნალისტებმა, როგორც სჩვევიათ, სათავისოდ გამოიყენეს და გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სომხურმა ლავაშმა მეორე ადგილი დაიკავა მსოფლიოშიო. ამ დროს მხოლოდ ლათინური ანბანის გამო აღმოჩნდა ლავაში მეორე ადგილზე. ჩვენთვის კი აღსანიშნავი ის არის, რომ აღნიშნულ სიაში მოხვდა აჭარული ხაჭაპური. ყველა პროდუქტის დასახელებას თან ახლავს მინი ანოტაცია.
„თვალსაზრისი“ გთავაზობთ ამ სიის სრულ ვერსიას ლათინური დასახელებებითურთ (მასალა სრულად შეგიძლით იხილოთ საიტზე: https://edition.cnn.com/travel/article/world-50-best-breads):

 

წყარო: edition.cnn.co

 

კომენტარები