ახალგაზრდა ქალს ბენზინი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს -“საკმაოდ სერიოზული დიაგნოზია”

ახალგაზრდა ქალს ბენზინი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. ქალი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. 

-„პაციენტი გამთენიისას შემოიყვანა 112-ის ბრიგადამ, ქვედა კიდურების დამწვრობა აქვს მიღებული. პაციენტი ამჟამად კონტაქტური და ადეკვატურია. თუმცა, ეს დამწვრობისთვის, ზოგადად, დამახასიათებელია, მისი მდგომაროება სტაბულურია, მაგრამ საკმაოდ სერიოზული დიაგნოზია“, –  განაცხადა კლინიკის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1996 წელს დაბადებული შ.გ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა,  შ.გ.-მ, ურთიერთშელაპარაკებისას, 1996 წელს დაბადებულ ს.შ.-ს საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. ს.შ. მიღებული სხეულის დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ბენზინის ბოთლი ამოიღეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები