„ახალგაზრდა“ 63 წლის მსახიობმა ახალგაზრდობის საიდუმლო გაამჟღავნა

„მარად ახალგაზრდა“ ტაივანელმა მსახიობმა თავისი ახალგაზრდობის საიდუმლო გაამჟღავნა. ტაივანის მცხოვრებმა 63 წლის მსახიობმა ჩენ მეიფენმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ ამ ასკში როგორ ახერხებს, რომ ასე ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს. მეიფენი ამბობს, რომ 1975 წელს, 19 წლის ასაკში, სილამაზის დედოფლის ტიტული მოიპოვა, წერს korrespondent.net

მეიფენი თვლის, რომ მისი ახალგაზრდობის ერთ-ერთი მიზეზია მისი ჩვევა, ყოველ დილით მიირთვას სუპი ჯანჯაფილის რამდენიმე ნაჭრით. მსახიობი ამბობს, რომ არ უყვარს ფიტნესი. ის ძალოვან ვარჯიშებს ასრულებს მწვრთნელის დახმარებით კვირაში ერთი-ორჯერ.

ასევე, ვარსკვლავი ყოველდღიურად ატარებს მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, ამის გამო მას ყოველ საღამოს უწევს ფეხშველა დახრილ სადგომზე დგომა, სხეულის სიმძიმე გადაქვს ტერფებზე. ყველაზე დიდ საიდუმლოს კი მეიფონი უწოდებს ყოველდღიურად კარგ განწყობაზე ყოფნას.

წყარო: korrespondent.net

კომენტარები