„ახალგორში მცხოვრები ადამიანის გარდაცვალების ფაქტი ოკუპაციის სახეა“
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ გია ვოლსკის განცხადებით:
„საოკუპაციო რეჟიმის არაადამიანურმა საქციელმა კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ახალგორში მცხოვრები ადამიანის გარდაცვალების ფაქტი ოკუპაციის სახეა.
პირველი შემთხვევა არ არის. ასეთი შემთხვევები აფხაზეთთან მიმართებაშიც იყო. დიდი ხანია, ასეთი შემთხვევები არ ყოფილა, თუმცა ამ არაადამიანურმა საქციელმა კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე წაიღო. ეს არის ბოროტი სახე, რომელსაც ოკუპაცია ავლენს, მათ შორის ასეთი სახითაც“.
ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო, 70 წლის ქალს ცხინვალში სათანადო სამედიცინო დახმარება ვერ გაუწიეს და გარდაიცვალა