ახალგორში მცხოვრებ მოსახლეობას სამედიცინო მომსახურების მისაღებად საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის ნებართვა ექნებათ

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების საბჭომ ახალგორში მცხოვრებ მოსახლეობას სამედიცინო მომსახურების მისაღებად საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის ნებართვა მისცა.

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც არც სამხრეთ ოსეთის და არც რუსეთის მოქალაქეობა არ აქვთ და გადაუდებელ სამედიცინო და მაღალტექნოლოგიურ დახმარებას საჭიროებენ, ოკუპირებული საზღვრის გადაკვეთის და საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლა შეეძლებათ. ასევე საპენსიო ფონდში დარეგისტრირებამდე პენსია მიიღონ.

 

კომენტარები