ახალი ელექტრომობილი უნდა აღიჭურვოს სპეციალური მოწყობილობით, რომელიც ხმაურის გენერირებას მოახდენს

ევროკავშირის ტერიტორიაზე ძალაში შედის განკარგულება. განკარგულების თანახმად, ყველა ახალი ელექტრომობილი უნდა აღიჭურვოს სპეციალური მოწყობილობით, რომელიც ხმაურის გენერირებას მოახდენს და მიახლოებული იქნება ბენზინის ძრავიანი ავტომობილის ხმაზე.
შიდაწვისძრავიანი ავტომობილებისგან განსხვავებით, ელექტრომობილები პრაქტიკულად, არ გამოსცემენ ხმას. ეს საფრთხეს უქმნის ფეხით მოსიარულეებს, რომლებსაც უნდა ესმოდეთ ავტომობილის მოახლოება, რათა თავიდან აირიდონ ავტოსაგზაო შემთხვევა.

კანონმდებლებს მიაჩნიათ, რომ ელექტრომობილებმა ხმა უნდა გამოსცენ უკანა სვლის დროს და 19 კმ/სთ სიჩქარეზე მეტით გადაადგილებისას.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმნენ სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციები.

BMW-მ დაიწყო მუშაობა ცნობილ კომპოზიტორ ჰანც ციმერთან, რათა საკუთარი მომავალი ელექტრომობილებისთვის სპეციალური „ხმაური“ შექმნას. ასე რომ, მომავალში ალბათ, ავტომწარმოებლები იმაშიც გაეჯიბრებიან ერთმანეთს, თუ რომელ მწარმოებელს აქვს უკეთესი ხმა.

 

კომენტარები