ახალი ორგანიზმი – „ლორწო“, 720 სქესით და თვითგანკურნების თვისებით

პარიზის ზოოპარკმა წარმოადგინა ადრე უცნობი ცოცხალი ორგანიზმი – ლორწო, რომელიც სოკოვით გამოიყურება, მაგრამ „იქცევა ცხოველივით“. იტყობინება The Guardian.

მას დაარქვეს ბლობი („წვეთი“, „ლორწო“) საპატივსაცემოდ 1958 წელს გადაღებული ფილმისა The Blob, რომელშიც უცხოპლანეტელი ლორწო იპყრობს ქალაქს პენსილვანიის შტატში, სპობს რა ყველაფერს თავის გზაზე.

მეცნიერებმა ლორწო აღწერეს როგორც „ბუნების ერთ-ერთი საიდუმლო“. მას არ აქვს პირი, მუცელი, თვალი, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, მაინც შეუძლია საკვების მძებნა და მისი გადამუშავება. ორგანიზმს ერთდროულად აქვს 720 სქესი და თვითგანკურნების შესაძლებლობა. თუ მას შუაზე გაჭრი, შეუძლია 2 წუთში აღდგეს, წერს  esquire.ru.

„ლორწოს“ არ აქვს ტვინი, მაგრამ პარიზის საბუნებისმეტყველო ისტორიის მუზეუმის დირექტორი ბრუნო დავიდი ამბობს, რომ მას შეუძლია სწავლა. მაგალითად, ორგანიზმს შეუძლია ლაბირინთიდან გამოსვლა, ხოლო თუ ორ მათგანს შევაერთებთ, მაშინ ერთს შეუძლია თავისი „ცოდნა“ მეორეს გადასცეს. „ლორწოს“ არ აქვს ფეხები და სხვა სახსრები, მაგრამ შეუძლია გადაადგილება საათში 4 სანტიმეტრის სიჩქარით.

„ლორწო, ფაქტობრივად, უკვდავია: მისთვის საფრთხეს წარმოადგენს მხოლოდ სინათლე ან გვალვა, მაგრამ არც ამ დროს კვდება, მხოლოდ ღრმა ძილს ეძლევა. სასურველი პირობების დაბრუნებისთანავე, კვლავ იღვიძებს.

წყარო: esquire.ru

კომენტარები