ახალი პეტიცია -“პარლამენტში სესიების დროს, პლასტმასის ბოთლები ჩანაცვლდეს ეკოლოგიური – შუშის ბოთლებით”

სოციალურ ქსელში გავრცელდა ახალი პეტიცია : “პარლამენტში სესიების დროს, პლასტმასის ბოთლები ჩანაცვლდეს ეკოლოგიური – შუშის ბოთლებით”- რომლის შესახებაც ახალგაზრდა სტარტაპერი თორნიკე სვანაძე სოციალურ ქსელში წერს –

“მოგესალმებით მეგობრებო,
მოგეხსენებათ პლასტმასის ბოთლით გამოწვეული ზიანი მსოფლიოში უმნიშვნელოვანეს გამოწვევად იქცა, პლასტმასის ბოთლს დაახლოებით 700 წელი სჭირდება გასახრწნელად. 100 მილიონზე მეტი პლასტმასის ბოთლი ხვდება ოკეანეში ყოველწლიურად. ჩვენს მიერ გადაყრილი პლასტმასი არსად მიდის, ის უკან გვიბრუნდება, შავ ზღვაში.

პლასტმასის ბოთლი და მისი თავსახური ძალიან ხშირად, წყლის ბინადრებს, ფრინველებს და ცხოველებს ჯანმრთელობის პრობლემას უქმნის, ან მეტწილად, კლავს. ასევე, პლასტმასის ბოთლი შეიცავს ქიმიურ ნაერთ
ბისფენოლ-ა, (Bisphenol A)-ს რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის უაღესად საზიანოა.

ამიტომ, მივმართავთ საქართველოს პარლამენტს თხოვნით, რომ პარლამენტის საკომიტეტო მოსმენებზე და სესიებზე პლასტმასის ბოთლების მაგივრად გამოყენებულ იქნეს შუშის ბოთლები, რაც ბევრად უფრო ეკოლოგიურია.

ჩვენ გადავწყვიტეთ ეს ინიციატივა შემოგვეთავაზებინა, რადგან ვიაზრებთ ფაქტს, რომ პლასტმასის ჩანაცვლება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, შესაბამისად ამ ინიციატივის დაწყება ქვეყნის უმთავრესი ორგანოდან ძალიან ეფექტიანი იქნება, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ საპარლამენტო საქმიანობას ადევნებს თვალს და აღნიშნული ორგანო საზოგადოებისთვის სამაგალითო უნდა იყოს.

შევქმენით ონლაინ პეტიცია, რომელიც აღნიშნული პრობლემის მოგვარებისთვის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იქნება გადადგმული, იმედი გვაქვს, რომ გვერდში დაგვიდგებით და ერთად მნიშნველოვან, ძალიან კეთილ საქმეს გავაკეთებთ.-წერს თორინე სვანაძე

მოგესალმებით მეგობრებო, მოგეხსენებათ პლასტმასის ბოთლით გამოწვეული ზიანი მსოფლიოში უმნიშვნელოვანეს გამოწვევად იქცა,…

Gepostet von თორნიკე სვანიძე am Freitag, 22. Mai 2020

მოამზადა ნათია ბერიშვილმა

კომენტარები