ახალი პრეპარატი მთლიანად აჩერებს სიმსივნის ზრდას და ქიმიოთერაპიაზე უკეთესად მოქმედებს

ამერიკელი მეცნიერების ჯგუფმა წარადგინა პრეპარატ OxaliTEX-ის კლინიკურ კვლევებამდე თაგვებზე ჩატარებული ტესტირების შედეგები.
OxaliTEX 100%-ით აჩერებს სიმსივნის ზრდას, უზრუნველყოფს დღემდე გამოყენებულ ქიმიოთერაპიულ საშუალებებზე უკეთეს ანტისიმსივნურ ზემოქმედებას. ამავე დროს, ეს პრეპარატი კიბოს უჯრედეს ურთულებს რეზისტენტულობის განვითარებას, იტყობინება hightech.plus.

OxaliTEX შედგება ორი კომპონენტისაგან: 1. ტექსაფირინის მოლეკულები, რომლებიც ასრულებენ „კურიერის“ როლს და, 2. პლატინაზე დამზადებული მოდიფიცირებული მედიკამენტური საშუალება.
„ჩვენი პრეპარატი იძლევა იმედისმომცემ შედეგებს პლატინაზე დაფუძნებული პრეპარატებისადმი მდგრადი სიმსივნეების სამკურნალოდ. უფრო მეტიც, ის შედარებით ნაკლებად ტოქსიკურია, ვიდრე დღეს ფართოდ გამოყენებული ქიმიოთერაპიული პრეპარატები – ცისპლატინი, ოქსალიპლატინი და კარბოპლატინი“, – განაცხადა კველევის თანაავტორმა ჯონათან არამბულამ.
ამჟამად მეცნიერები მუშაობენ დოზის ოპტიმიზირებაზე, რადგანაც პირველმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ მკურნალობის შეწყვეტიდან 2-3 კვირის შემდეგ ხდება სიმსოვნის ზრდის განახლება. „ოპტიმალური დოზირებით ჩვენ შევძლებთ, სრულად გავუმკლავდეთ სიმსივნეებს“, – აცხადებენ მკვევარები.
იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის ტოქსილურობაზე ტესტირების უახლოესი კვლევები წარმატებით დასრულდება, მეცნიერთა ვარაუდით, ორ წელიწადში დაიწყება კლინიკური კვლევების პირველი ფაზა. OxaliTEX-ის პატენტი ეკუთვნის ოსტინში მდებარე ტექსასის უნივერსიტეტს და უნივერსიტეტთან არსებულ ანდერსონის ონკოლოგიურ ცენტრს.

წყარო: hightech.plus

 

კომენტარები