ახალი რუკები დღევანდელ სავალალო სურათს შეცვლის?- ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯზე

-„საპატრიარქოს პოზიცია საზღვრის გავლებასთანაა დაკავშირებული, რადგან ახალი გარემოებები გაჩნდა, ახალი რუკების სახით, გვაქვს დიდი მოლოდინი,-კომისია ეფექტურად იმუშავებს, თუმცა უკვე საკმაოდ დრო გავიდა, აქამდე ველოდებოდით,  რაღაცა ინფორმაცია იქნებოდა, – ჩაინიშნა ეს კომისია, ან რაღაც კომუნიკაცია იყო და მიმდინარეობს შეთანხმება რაღაც საკითხებზე, ჯერჯერობით არ ვიცით, რა ხდება. მოლოდინი და იმედი არის, ეს ახალი რუკები რეალურად დღევანდელ სავალალო სურათს შეცვლის“, – განაცხადა  საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ.

გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, 28 იანვარს, 20-20 ათას ლარიანი გირაოთი, სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა.

კომენტარები