ახალი უნიკალური აღმოჩენა ეგვიპტეში

ეგვიპტურ-იაპონურმა არქეოლოგიურმა მისიამ საკარას ჩრდილოეთ ნაწილის გათხრებისას აღმოაჩინა ახლი უნიკალური კატაკომბა-სამარხი მუმიებით, რომელიც ძვ. წელთაღრიცხვის II-I საუკუნეებით დათარიღდა.
სამარხი უდაბნოს შეუსწავლელ ნაწილში მდებარეობს.
კატაკომბა წარმოადგენს თიხის აგურებიან ნაგებობას შიდა კიბით, რომელსაც მივყავართ სათავსოში.
არქეოლოგების ყურადღების ქვეშ მოექცა ქვის პანო, ზედ ამოტვიფრული ძველეგვიპტური ღვთაებებითა და ბერძნული წარწერებით, ასევე, რამდენიმე ქანდაკება და მუმია.
ეს აღმოჩენა წარმოადგენს საკარაში რომაული ბატონობის ხანის პირველ ცნობილ სამარხს.
წყარო:ria.ru
კომენტარები