ახალი შტამი ვაქცინირებულებშიც კი შესაძლოა სწრაფად გავრცელდეს – ვაქცინების მწარმოებლებმა კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტზე მორგებულ ვაქცინებზე

BioNTech-მა, Moderna-მ და Johnson & Johnson-მა კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტზე მორგებულ ვაქცინებზე მუშაობა დაიწყეს.

კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ, რადგან ახალი შტამი ვაქცინირებულებშიც კი შესაძლოა სწრაფად გავრცელდეს.

BioNTech-მა განაცხადა, რომ თავის პარტნიორ Pfizer-თან ერთად „ომიკრონზე“ მორგებულ ვაქცინაზე დაიწყო მუშაობა. Moderna-ში ამბობენ, –  ასეთი ვაქცინის მიწოდების დაწყებას შეიძლება თვეები დასჭირდეს. Moderna-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, სტეფან ბანსელმა განაცხადა, – არსებული კოვიდვაქცინების ეფექტურობა ახალი ვარიანტის წინააღმდეგ ამჟამად ცნობილი არ არის.

Johnson & Johnson-ი ასევე მუშაობს ამ ვარიანტზე მორგებულ ვაქცინაზე.

კომენტარები