ახალშობილი, რომელსაც სამშობიარო განყოფილებაზე თავდასხმისას 2 ტყვია მოხვდა, გადარჩა

ახალშობილი გოგო, რომელსაც ავღანეთში, ქაბულში მომხდარი ტერაქტის დროს 2 ტყვია მოხვდა, გადარჩა. ამის შესახებ BBC წერს.

ამინა თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე დაიბადა. კლინიკის სამშობიარო განყოფილებაში ტერორისტები შეიჭრნენ, ბავშვის დედა ჩაცხრილეს, ამინას  2 ტყვია ფეხში მოხვდა.

ქალის დაკრძალვის დროს ამინას მამას საოპერაციოდან დაურეკეს, ბავშვისთვის ფეხის ამპუტაციის გაკეთება იყო საჭირო, რადგან იარები ძალიან სერიოზული იყო.

„დედის გარეშე მოუწევს ცხოვრება, ეს მის მომავალს უფრო გაართულებს. თუ ვერ გადარჩა, ჩვენი ბედიც ეს არის, მაგრამ გთხოვთ, ფეხს ნუ მოაჭრით“, – უთხრა მან ექიმებს.

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ექიმებმა ამინას ფეხი შეუნარჩუნეს. იმედი აქვთ, რომ ბავშვი სიარულს შეძლებს.

ტერაქტი კლინიკაში 12 მაისს მოხდა. ამავე დღეს „ისლამურმა სახელმწიფომ“ პოლიციის ხელმძღვანელის დაკრძალვაზე ბომბი ააფეთქა, 26 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ახალშობილი და 16 დედა.

თავდასხმების შემდეგ ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ განაცხადა:

„ქვეყნის თავდაცვის ძალები შეიარაღებული დაჯგუფებების მიმართ შეტევებს განაახლებს“.

კომენტარები