ახალციხეში ფიტნესის ტრენაჟორები მოეწყო

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ახალგაზრდების მხარდაჭერა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ქალაქ ახალციხეში 4 მისამართზე გარე გამოყენების ფიტნესის ტრენაჟორების მონტაჟი ხორციელდება. სავარჯიშო ტრენაჟორებით სარგებლობა უკვე შესაძლებელია 9 აპრილის ქუჩაზე არსებულ სკვერში და ხელოვნური ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე.
უახლოეს ხანში დამონტაჟდება თამარაშვილის ქუჩა #4-ის მიმდებარედ და ასპინძის ქუჩაზე არსებულ სპორტულ მოედანთან.
მუნიციპალიტეტი ამ კუთხით მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.

კომენტარები