ახალ ზებრა გადასასვლელებს  გორში წმინდაწყალზეც აკეთებენ

გორში ახალ ზებრა გადასასვლელებს წმინდაწყალზეც აკეთებენ. ცხინვალის გზატკეცილი გადაიკეტა.
ღამის განმავლობაში ,,თიბისი” ბანკიდან მაღაზია გალერეამდე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდული იქნება.
ქვეითად მოსიარულეებისთვის გადასასვლელები წითელ და თეთრ ფერში კეთდება. ,,კეთილმოწყობის” სამსახურის დაკვეთით, სამუშაოები დასრულდა სტალინისა და ჭავჭავაძის გამზირებზე.

 

კომენტარები