“ახლანდელი თაობა ახალ მანქანას წააგავს, რომლის ძრავაში სიცივისაგან ზეთი გასქელდა” – წმინდა პაისი მთაწმინდელი:

ახლანდელი თაობა ახალ მანქანას წააგავს, რომლის ძრავაში სიცივისაგან ზეთი გასქელდა. ეს მანქანა რომ დაიქოქოს, ზეთი უნდა გათბეს, სხვაგვარად არაფერი გამოვა. უბედური ახალგაზრდები! მოდიან ჩემთან კელიაში – არა ერთი ან ორი, არამედ მრავალნი – და მეკითხებიან: „რა ვაკეთო მამაო? რითი დავკავდე?” – „ჩემო ძმაო, მონახე სამსახური” – ვპასუხობ მე, პასუხად კი მესმის: „საქმე ისაა, რომ ფული მაქვს. რისთვის მჭირდება სამსახური?” – მოციქული პავლე, – ვეუბნები მათ, – წერს: „უკუეთუ ვისმე არა უნებს საქმის ნუცაღა ჭამნ” (2 თეს. 3. 10).
თუნდაც ფულის პრობლემა არ გქონდეს, უნდა იმუშაო, რომ ჭამო. საქმე ეხმარება ადამიანს ძრავის ზეთის გათბობაში. საქმე – შემოქმედებაა. იგი ადამიანს სიხარულს ანიჭებს, სულიერ სიმძიმესა და მოწყენილობას განაგდებს. ასე, ჩემო დანაყრებულო ძმაო! მონახე ისეთი საქმე, ცოტათი მაინც რომ მოგეწონება, და დაიწყე შრომა. სცადე და დაინახავ, როგორ შეიცვლება ყველაფერი.
წმინდა პაისი მთაწმინდელი
კომენტარები