„ახლა აქციებზე – სადაც ხალხი იკრიბება და წესებს არ იცავს, ყველას მიუძღვის ბრალი – გაზაფხულზე მსგავსი კითხვები ეკლესიას ეხებოდა“ – პაატა იმნაძე

-„ხშირად მეკითხებიან, იქონია თუ არა უარყოფითი გავლენა ეპიდვითარებაზე საპროტესტო აქციებმა. გაზაფხულზე მსგავსი კითხვები ეკლესიას ეხებოდა. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, – სადაც ხალხი იკრიბება და არ იცავს არანაირ წესებს, არ ატარებს პირბადეს, არ იცავს დისტანციას, – ყველას მიუძღვის ბრალი. რესტორანში რომ ქეიფები იყო –  300-400-კაციანი ქორწილები ტარდებოდა, შემდეგ ქუჩის საპროტესტო აქციები – ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ყველასთან დაკავშირებით ერთნაირად, გასაგებად ვამბობ, – თუ სადმე ბევრი ხალხი იკრიბება და წესს არავინ იცავს, ეს არის პრობლემა“, – განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 3 071 შემთხვევა დადასტურდა.

კომენტარები