„ახლა, გადამწყვეტია, – ხვალ იყოს ხალხი. ხომ იცით, ტყუილად არაფერს ვსაუბრობ“ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა შაბათს დაგეგმილ აქციაზეც ისაუბრა:

-„მეგობრებო, მესმის, ბევრი პრობლემაა, მესმის, ცივა, მესმის კორონავირუსია, მაგრამ კარგი ამბავია, – გაჩნდა ვაქცინა. თუ მთავრობა არ შეიცვალა, ამ ვაქცინის ჩამოსვლას საქართველოში ძალიან დიდი დრო დასჭირდება. ნორმალური მთავრობა თუ იქნა, ვაქცინის გამოსვლიდან იმავე ან მეორე დღეს ის ხელმისაწვდომი იქნება საქართველოშიც. თქვენ ხომ იცით, ტყუილად არაფერს ვსაუბრობ. ახლა გვჭირდება ამ საქმის ბოლომდე მიყვანა. ოპოზიცია ერთიანია, როგორც არასდროს. ქართველი ხალხი ერთიანია, ახლა საბოლოო გამარჯვებისთვის კიდევ მეტი ქმედების დროა. დიდი იმედი მაქვს, თქვენი ხვალ და შემდგომ დღეებში. ბოლომდე ვიბრძვით ყველანი, ბოლომდე, ჩვენს გამარჯვებამდე, ქართველი ხალხის გამარჯვებამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეგობრებო, ქვეყანას ვკარგავთ, ქვეყანასაც ვკარგავთ, სიცოცხლეებსაც ვკარგავთ, ჩვენ ახალგაზრდობას ვკარგავთ, პერსპექტივას, მომავალს, ყველაფერს ვკარგავთ. ჩვენ არაფერი არ უნდა დავკარგოთ, პირიქით, ყველაფერი უნდა დაიბრუნოს ქართველმა ხალხმა.

მოლაპარაკების პროცესს დადებითად ვაფასებ, ვარდების რევოლუციის დროს ამერიკის ელჩის რეზიდენციაში რეგულარულად ვხვდებოდით მაშინდელ სახელმწიფო მინისტრს, პრემიერ-მინისტრ ჯორბენაძეს, ვუყენებდით მოთხოვნებს, ის არაფრის შემსრულებელი იყო, პარალელურად, ვაძლიერებდით ზეწოლას ქუჩიდან, რომელმაც, საბოლოო ჯამში, ითამაშა გადამწყვეტი როლი

მოლაპარაკებები კარგია. ახლა მთავრობა ცდილობს პროცესის იმიტაცია მოახდინოს, თითქოს, რაღაცაზე მოდის, ესეც არის სისუსტის და იმის გამოვლინება, – ჩამოშლილები არიან. უცხოელებმაც დაიწყეს ტონის შეცვლა, რადგან დაინახეს, არც ერთი იურიდიული მექანიზმი, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ, არაფრის მომტანი არ არის, რადგან არ არსებობს სასამართლო, არ არსებობს საარჩევნო კომისიის პატიოსანი პროცესი, არსებობს მხოლოდ ერთი კაცი – ივანიშვილი, ის ყველაფერს წყვეტს. ამ პირობებში, ახლა, გადამწყვეტია, როცა კუთხეში არიან მომწყვდეულებიდასუსტებულები, – ხვალ იყოს ხალხი. ძალიან მნიშვნელოვანია, პომპეოსაც ჩვენ გადავცეთ გზავნილი. ვარდების რევოლუციის წინ ბეიკერი ჩამოვიდა, ახლა ეს გზავნილი უნდა გადაეცეს, მასთან ერთად ჩამოვა ძალიან ბევრი ჟურნალისტი. უკვე ბევრი უცხოელი ჟურნალისტი მიკავშირდება, დღეში რამდენიმე ინტერვიუს ვიძლევი. თუ კარგად ვიქნებით ორგანიზებული ხვალაც და სახელმწიფო მდივნის ჩამოსვლის დროსაც, საერთაშორისო მედიაში ამ თემის ნამდვილი აფეთქება მოხდება, რაც ძალიან გააძლიერებს ჩვენი გამარჯვების ეფექტს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

კომენტარები