ახლა გახდება “ალტ-ინფო” მტერი და თქვენ გახდებით მოყვასნი?? თუ ასეა, მე “ალტ-ინფოს” მხარეს ვარ! – ბესო ზანგური:

 – მე საერთოდ არ ვუყვარვარ ბევრს რადგან ყოველთვის სიმართლეს ვამბობ…
ნიშნისმოგებით საუბარს და ტონს ვამჩნევ ალტ- ინფოსკენ და კონსერვატიული მოძრაობისკენ ძალიან ბევრისგან, სანამ რეკომენდაციას მივიღებდით, კარგად წევრიანდებოდით ანტიმაიდანში და მთავრობასაც გარკვეულწილად მათი იმედი ჰქონდა…

რა ევროპულად ჩააქრეთ ეს “განწირული სულისკვეთება”???

ახლა გახდნენ ალტ-ინფო და კონსერვატორები მოძალადეები, ახლა უკვე ლგბტ პრაიდიც “ერთი დღე არაუშავს” გახდა,
ახლა გახდებიან ეგ ადამიანები მტრები და თქვენ გახდებით მოყვასნი??

თუ ასეა, მეც მათ გვერდზე მიგულეთ, ალტ-ინფოს ვგულისხმობ,

რადგან ადამიანები, რომლებიც ტაძრებში დგანან, უარყოფენ ყოველგვარ გარყვნილებას, ქალს არქმევენ ქალს და კაცს-კაცი ჰქვია – ჩემი ადგილიც მანდ არის!

ზოგიერთის აზრით საერთოდ დასაჭერები გახდნენ ეგ ხალხი და მაგ “ზოგიერთი”-ს მონაცემები მათ ანტიმაიდანში რომ დაფიქსირებულია ამას რას უშვებით?თუ მიეჩვიეთ გარღვეული პროჭით ცხოვრებას და გგონიათ ერთ დღეს კრიალა ცაზე არ გადმოიფინება ვის სად გაგერღვათ და როდის???
არა უბრალოდ მართლა არ მესმის ამხელა ეროვნული ფერისცვალება…
ნიშნისმოგებით საუბარმა და ქმედებებმა დაღუპა ბევრჯერ საქართველო და ასე ერთ დღეში ნუ მოიხსნით ნიღბებს თორემ, მურტალი დაფაა ჭადრაკის პოლიტიკა:
შახს მატი როდის მოჰყვება კაცმა არ იცის და უკან არც დრო ბრუნდება და არც სიტყვა!!!
ჩემი გადმოსახედიდან ასე ჩანს ყველაფერი და მე კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ნამდვილ ეროვნულ სულისკვეთებას, რაც ამ ადამიანებმა არეულობის შემთხვევისთვის გააკეთეს,რაც მანამდე გარყვნილების პროპაგანდის წინააღმდეგ აკეთეს და თუ დემოკრატიაა მიეცით ჩემს აზრს გამოხატვის უფლება!
სულ პირველად რომ დაბლოკეს ალტ-ინფო და ხმებს აგროვებდნენ, მაშინაც და ახლაც ღიად ვაფიქსირებ მათ მხარდაჭერას.
სულ ესაა!
 – წერს მსახიობი ბესო ზანგური ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
მოამზადა ზაზა დავითაიამ
კომენტარები