„ახლა გეტვით საინტერესო ამბავს, შეიძლება ყველამ არ იცოდეს…როგორ ფიქრობთ, მას არ მიუწვდება ხელი სხვა ვაქცინაზე?“-თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა:

-„ჩინური ვაქცინები უფრო უსაფრთხოა, ვიდრე სხვა ვაქცინები. მათზე სასიკვდილო შედეგები არ დაფიქსირებულა. მაქვს მოლოდინი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინური ვაქცინის გმოყენების ნებართვას გასცემს. 

ჯანმო-მ ჩინურ ვაქცინებთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, – ნ აღიარების პროცესი არ შეჩერებულა. მათ დასჭირდათ დამატებით დოკუმენტაცია. გადაწყვეტილებას ერთ კვირაში გამოაცხადებს. მე, პირადად დადებით გადაწყვეტილებას ველოდები. უარყოფითი პასუხი თუ იქნება, არ ვიცი, რა მოხდება „სინოვაკის“ შემთხვევაში, რომელიც ახლახან გვაჩუქა ჩინეთმა, ვფიქრობ, „სინოფარმი“ მაინც წავა გამოყენებაში, რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. ის საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. პირველივე დღეს 14 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა. მას უკვე იყენებს 47 ქვეყანა. უმრავლესობამ მოახერხა შემთხვევების შემცირება, მნიშვნელოვანია სიკვდილობის მნიშვნელოვანი შემცირება. ჯანმო-ს აღიარება ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენც პატივი ვეცით საზოგადოების სურვილს და ველოდებოდით საერთაშორისო აღიარებას. 47 ქვეყანა არ დაელოდა საერთაშორისო აღიარებას, ისე დაიწყო გამოყენება. მათ მესამედზე, ან მეტად შეამცირეს ახალი შემთხვევების მატება და სიკვდილობის შემთხვევები. ვინ დარჩა უფრო მოგებული?

ახლა გეტვით საინტერესო ამბავს, შეიძლება ყველამ არ იცოდეს. ამერიკაში ტარდება სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი ფეხბურთში. იქ ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა, შეჯიბრში მონაწილეობის უფლება მხოლოდ იმ ნაკრებებს მისცენ, სადაც ყველა ვაქცინირებული იქნება მომსახურე პერონალის ჩათვლით. მათ შეიძინე 50 ათასი დოზა „სინოფარმი“, მაშინ როდესაც თავისუფლად შეეძლოთ ნებისმიერი სხვა ვაქცინის ყიდვა. ასევე გეტყვით, ლიონელ მესი „სინოფრამის“ ვაქცინით ოფიციალურად იცრება. თვითმფრინავით პერსონალურად ჩაუტანეს ბარსელონაში ვაქცინა. როგორ ფიქრობთ, მესის არ მიუწვდება ხელი ნებისმიერ სხვა ვაქცინაზე? ასე რომ, ჩვენ უნდა ავიცრათ იმ ვაქცინით, რომელიც დღეს გვაქვს და მსოფლიოში გამოცდილია. თუ იქნება ჯანმოს აღიარება. იმედი მაქვს, რომ იქნება, ეს გახდება დამატებითი მოტივაცია, მაგრამ ჯანმოს აღიარების გარეშეც, მოხდეს ვაქცინაცია, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ“.

არგენტინის ნაკრების მთელი შემადგენლობა, მათ შორის ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესი ჩინური ვაქცინით აიცრება.

ესმანური მედიის ინფორმაციით, სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციის გადაწყვეტილებით, კონტინენტის ჩემპიონატის (Copa America) ყველა მონაწილე, ვალდებული იქნება, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთოს, რისთვისაც ორგანიზაციამ ჩინური ვაქცინის 50 000 დოზა მიიღო.

-„ეს ჩვენს მოთამაშეებსა და მთელ გარემოცვას დაცვის საშუალებას მისცემს, ყველამ ვიცით, გუნდი მხოლოდ მოთამაშეთაგან არ შედგება. მთელს ორგანიზაციას ექნება იმუნიტეტი”,განაცხადა „კონმებოლის” პრეზიდენტმა ალეხანდრო დომინგესმა.

 

კომენტარები