„ახლა ვიმკით ამ შედეგს, ხელაღებით ყველაფერი მოხსნეს“ – ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს:

-„ლოქდაუნი იგეგმება თუ არა, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ და კლინიკები პაციენტებით გაივსება, ალბათ იქნება შეზღუდვები. ეს სწორედ იმის გამოძახილია, როდესაც ხელაღებით ყველაფერი მოხსნეს, რისი წინააღმდეგიც ვიყავით, – რაღაც ტიპის რეგულაციები უნდა შენარჩუნებულიყო, მარტის დასაწყისიდან პანტაპუნტით ყველაფრის გახსნა არ შეიძლებოდა. ვინც ეს გააკეთა, ახლა ვიმკით ამ შედეგს. ადამიანები პირბადეს აღარ ატარებენ, დისტანციას აღარ იცავენ, ყველაფერი გახსნეს, მიუშვეს თავის ნებაზე, ახლა არის შედეგები, ჩვენ ვთქვით,-6-8 კვირის შემდეგ იქნებოდა და აი ახლა დაიწყო“.

კომენტარები