„ახლა იმათთვის, ვისაც პირზე აკერია „დადებითი და უარყოფითი ავწონოთ დიდი მეგაჰესების მსენებლობისას და მერე გადავწყვიტოთო“-იაგო ფრანგიშვილი

-„ახლა იმათთვის,
ვისაც პირზე აკერია
„დადებითი და უარყოფითი ავწონოთ დიდი მეგაჰესების მსენებლობისას და მერე გადავწყვიტოთო“,
ძალიან ლოგიკურად და მიმზიდველად ჟღერს ეს იდეა.
რატომ აშენებენ დღეს კიარა, უკვე 30 წელია მხოლოდ ბანანის ქვეყნები და დიქტატურები მეგა ჰიდროელექტროსადგურებს?
ეს ჩემთვის კი არის ნათელი, მაგრამ
კორუფციის და მილიარდობით ფულის ,,მოტეხვის,, სამტკიცი არ მაქვს და გავჩუმდები.
მოდით და სხვა თვალით შევხედოთ ყველამ ერთად.
ბეტონი დაახლოებით 80 წელს ძლებს.
თანამედროვე ტექნოლოგიის მეტალოკონსტრუქციულმა ბეტონმა იქნება 200 წელი გაძლოს.
მხოლოდ მეტალოკონსტრუქციები, თუკი კარგად მოუვლი, რათქმაუნდა დიდხანს გაძლებენ.
მაგრამ,
ბეტონის გარეშე არ შენდება წყალსაცავი.
გინდაც ამდენი და გინდაც იმდენი გაურიე უმაღლესი ტექნოლოგიის მეტალი.
კარბონკერამიკის კაშხალის შესახებ მე ჯერ არაფერი გამიგია.
რათქმაუნდა, არსებობენ ათასი და მეტი ხნის წყალსაცავები და საგუბრები, მაგრამ,
ყველა მათგანი აშენებულია გამომწვარი თიხით, რომელიც საერთოდ რეზისტენტია სინესტის მიმართ.
არც ეს გამიგია, რომ კაშხალი სადმე გამომწვარი თიხით აეშენებინოთ, უბრალოდ ენერგეტიკული დანახარჯია იმდენი, რომ ალბათ 100 წლის მერეც ვერ ნახავ მოგებას.
მოკლედ,
დღეს მსოფლიოს ყველაზე ძველი კაშხალი აშენდა 1895 წელს აშშ/კანადის საზღვარზე „Niagara Power Station No. 1“
1961 წელს იგი ჩანაცვლდა წლების კონსტრუქციული მუშაობის მერე Robert Moses Power Plant ით, ანუ 66 წელი იმუშავა.
დავუშვათ და ახალი ტექნოლოგიით იმუშავა 150 ან 200 წელი.
მერე რა?
იმის იმედზე ვიყოთ, რომ ჩვენი მომავალი თაობა იმდენად მდიდარი და განვითარებული იქნება, რომ კაშხალს დანგრევისაგან დაიცავს?
აქ მე არაფერს ვამბობ ეკოლოგიაზე და იმ გავლენაზე, რომელსაც ათას მილიონობით კუბიკური მეტრი წყლის მარაგი და ხელოვნური ზღვა მოახდენს ორ კავკასიონს შორის გაჭედილ კოლხეთის დაბლობზე.
მე ვსაუბრობ 100 და 150 წლიან პერსპექტივაზე.
თუ
წყალსაც წაუღია ყველაფერი, როცა არ ვიქნები?
ბევრს დადებითადაც მიაჩნია, რომ თურმე ის რუსულ თურქული კონსორსიუმი, რომელიც ამ კაშხალს ააშენებს, 99 წლის მერე საქართველოს ,,მუქთად,, გადასცემს ამ კაშხალს!?
დიახ, და იქნება 80 წლის მერეც გადმოგვცეს
ეს შესაკეთებელი და ბზარიანი, კიდევ ფულჩასაყრელი კაშხალი.
ამაზე დაფიქრებულა ის ხალხი,
რომელიც ,,ლოგიკურად,, აზროვნებს და ამბობს,
ავწონ დავწონოთ ან
ეკოლოგიური კვლევა ჩავატაროთო?
რაა აქ ,,ასაწონ დასაწონი,,?
მაქსიმუმ 100 წელში ის კაშხალი იქნება შენი გასაკეთებელი და გასარემონტებელი ათჯერ მეტ ფასად და დაგრჩება ამყაყებული რიონის ხეობა, რომლის სუნიც ალბათ კიდე 300 წელი ,,დაგვასვენებს,, ტურისტისაგან“, – წერს  გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში.
კომენტარები