“ახლა ჩამოვთვლი ადამიანებს, რომლებიც წარმოადგენენ ნიკანორ მელიას შტაბის წევრებს და რომლებმაც სცადეს კობიაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრის ჩაშლა.”-შაკო კუჭაშვილი:

შაკო კუჭაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს და წერს რომ ნიკა მელიას ზონდერ ჯგუფებმა ლევან კობიაშვილის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლა სცადეს-

“ახლა ჩამოვთვლი ადამიანებს, რომლებიც წარმოადგენენ ნიკანორ მელიას შტაბის წევრებს და რომლებმაც სცადეს კობიაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრის ჩაშლა.
მეგობრებო, ამ კრიმინალების გამოყენებით ცდილობს ნაც.მოძრაობა და ნიკანორ მელია წარმატების მიღწევას.

ჯაბა ზარასპაშვილი – 2014 წელს დაკავებული იყო იარაღის ტარებაზე!
ირაკლი ეძგვერაძე (ჭყიპინა) – 2012 წელს დაკავებული იყო ადამიანის დაჭრაზე, (განზრახ სხეულის დაზიანება) მისჯილი ჰქონდა 5 წელი, იმავე წელს მიშამ მოასწრო და შეიწყალა ( განკარგულება #23/10/02), მაგრამ ქუჩაში დღემდე მალავს შეწყალების ფაქტს.
დავით დუნდუა- ძველი ზონდერი, კახი კალაძის წინააღმდეგაც აქტიურობდა პროვოკაციებში 2012 წელს.

გუშინ ნაცმომ დაარღვია პარტიების ქცევის კოდექსი, რომელიც შეიქმნა ევროპელი პარტნიორების თანაავტორებით. საკითხთან დაკავსირებით, ჩემი ინფორმაციით, ინფორმირებულია საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები.

( წინასაარჩევნო შეხვედრის ჩაშლის კადრები:)  https://m.facebook.com/story.php?story_fbid=3788663461161023&id=100000522182110

 

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები