„ახსნა ამას არა აქვს. ეჭვი მაქვს, რაღაც იგავმიუწვდომელ შტერობას აპირებენ“ – დავით ზურაბიშვილი თალაკვაძის გადადგომაზე

-„ასეთი უაზრო გადადგომა ცხოვრებაში პირველად ვნახე. არანაირი რაციონალური ახსნა ამას არა აქვს. ეჭვი მაქვს, რაღაც იგავმიუწვდომელ შტერობას აპირებენ და იმის პრელუდიაა”, – წერს სოციალურ ქსელში დავით ზურაბიშვილი.

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა

„მიმაჩნია, რომ ჩემი ადგილი დარბაზშია, კოლეგების გვერდით და არა სპიკერის პოზიციაზე“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას კახა კუჭავა დაიკავებს.

კომენტარები