აჯიკის რეცეპტი, რომელიც ძალიან კარგია ქათამზე წასასმელად:

ფეისბუქის გვერდი “სასარგებლო რჩევები” აქვეყნებს პოსტს, რომელშიც აღწერს აჯიკის დამზადების მეთოდს:

  • 5 კილო გასუფთავებული წითელი ბულგარული წიწაკა;
  • ნახევარი კილო მწარე წიწაკა;
  • 1 ლიტრიანი ქილა ტომატპასტა (მე ქინგდომი ვიხმარე) ;
  • 1 კილო სტაფილო;
  • 1 კილო ხახვი;
  • 200 გრამი ნიორი;
  • 1 საშუალო კონა ნიახური;
  • 2 საშუალო კონა ქინძი და ამდენივე ოხრახუში;
  • უცხო სუნელი 1 ჭიქა;
  • ხმელი დაქვილი ქინძი ნახევარი ჭიქა;
  • ნახევარი ჭიქა ყვითელი ყვავილი.
  • გადადუღებული გაციებული ძმარი 1 ჭიქა;
  • 4 ჭიქა ზეთი;
  • მარილი გემოვნებით.

ამ ყველაფერი რაც გასატარებელია გავატაროთ მწვანილებიანად ხორცის მანქანაში და ყველაფერი ერთად ვადუღოთ 1.5 საათი (დაბალ ცეცხლზე) და ცხელივე ჩავასხათ ქილებში და მივირთვათ გემრიელად.

არის ძალიან კარგი ქათამზე წასასმელად, სანამ შევწვავთ, თევზაც ვუსმევ და ისე ვწვავ და საწებელადაც ვხმარობ ჩვეულებრივ.

მე 2 პორცია გავაკეთე და 1 პორცია დაახლოებით 8 ქილა გამოდის 800 გრამიანი

წყარო:  https://www.facebook.com/groups/xalxuri.receptebi/permalink/1450643805323620/?__xts__%5B0%5D=68.ARDSI8Qrh2y66ZAxugGU6z9mDJzh1vBi8-Y7K1GZ9QIWEpMuru_0- 

კომენტარები