ბაბო შენგელია: „რატომ ხართ ეს ემიგრანტები ყოველთვის უმადურები? რატომ ხართ საქართველოს“

-„რატომ ხართ ეს ემიგრანტები ყოველთვის უმადურები? რატომ ხართ საქართველოს მტრები? ყოველთვის ეს კითხვა მაწუხებს და ყოველთვის მიჭირს ემიგრანტებზე წერა, მიტომ რომ მეც ემიგრანტი ვარ. რა გინდათ და საერთოდ სად გინდათ იცით? აღშფოთებული საქართველო საზღვრებს არ ხსნისო და ვინ დაგიკეტათ საზღვრები? მოინდომეთ და უარი გითხრეს წასვლაზე? დამისახელეთ ქვეყანა, რომელმაც 27000 თავისი მოქალაქე გამოიყვანა ევროპიდან! გელოდებით! თქვენგან გამიგია ხშირად: რა მინდა საქართველიში, რა გავაკეთოო? როგორ აგინებთ და ფეხებზე გკიდიათ ერთმანეთი ეს სხვაა… რამხელა ყალყებზე დგეხართ! ჯერ იყო ბილეთი გვიყიდოს და წაგვიყვანოსო, აქ დახმარება გაგვიწიოსო…თქვენ რა გაქვთ საქართველოსთვის განაკეთები? გეკითხებით! ის რომ თქვენ ოჯახს და შვილებს, უსაქმურ ქმრებს არჩენთ საქართველოს ბრალია? ჯერ იმ ქმრებს მოთხოვეთ პასუხი გვერდები, რომ აქვთ დაჟეჟილი დივანზე წოლით, ხელუსუფლებას, რომ აგინებენ თქვენ რომ აქ ხართ იმის გამო…და კიდე ვინც აქ ხართ და კონტრიბუტებს იხდით წლებია, გაბედეთ და იტალიას ელაპარაკეთ გონორით! რა გააკეთოთ საქართველიში? რასაც ადრე აკეთებდით “უნიტასი” რომ ვაზა გეგონათ და ბიდეზე გაქვთ დღეს პრეტენზია…მე რატომ და რისთვის არ და ვერ მივდივარ? აი თქვენისთანა უმადური და საშინელი ადამიანების გამო ვაგდივარ აქ 12 წელი კონტექსტიდან ამოგლეჯილი, და თქვენგან განსხვაბებით ერთი წუთიც არ ყოფილა არ მეფიქროს ჩემს ქვეყანაზე..
ხო მართლა დამავიწყდა: აეროპორტში რომ ბღავილით ემშვიდობებით ქმრებს და მერე, ლოთი, უსაქმური, რომ ხდება ისეთებმა მაიც დაანებეთ თავი საქართველოზე პრეტენზიებს! შუაში გაკვეხებული, გაორებულ ადამიანზე საშინელება არაფერია… პ. ს მაპატიოს ემიგრანტებმა, ყველას არ ეხება რა თქმა უნდა🙏🏽💖აი, აქ ვინც მისი თავი ამოიცნო ცივი წყალი დალიოს ეს პოსტი თუ არ მოეწონა.ხო მართლა ის დამავიწყდა ამდენი მთავრობის ლანძღვაში, მამასისხლად გაპროცენტებული ევროების დათვლაში არ შეცდეთ, არ დაიღუპოთ ” პატრიოტებო!” 3000კმ-ზე რომ სამსახურებს ” ახევთ” ერთმანეთს ეს კიდე სხვა თემაა…“ – წერს, სოციალურ ქსელში ბაბო შენგელია.

კომენტარები