ბადრიჯანში შემავალი ნივთიერება SRG კლავს სიმსივნურ უჯრედებს

ბადრიჯანი სასარგებლო პროდუქტია. ბადრიჯანი შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, ნივთიერებებს, რომლებიც ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან იცავს. ეს უკანასკნელი ქსოვილთა უჯრედების სტრუქტურას არღვევს, აჩქარებს დაბერების პროცესს და ასტიმულირებს ონკოლოგიურ ძვრებს.

მეცნიერული კვლევებით დადასტურებულია, რომ ბადრიჯანში შემავალი ნივთიერება SRG კლავს სიმსივნურ უჯრედებს. აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, აფერხებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას.
ბადრიჯანს დღეგრძელობის ბოსტნეულს უწოდებენ.  გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციობაში მისი დადებითი როლი განსაკუთრებულად გამორჩეულია.

კომენტარები