ბადრი ესებუას მამა – „ჩემი შვილი უდანაშაულოა – ხვალ ან ზეგ მოვა, უდანაშაულოა“

-„ოჯახმა არაფერი იცის. ხვალ ველოდები ჩემს შვილს, ის თბილისშია. პოლიცია ეძებს, მაგრამ ჩემი შვილი უდანაშაულოა, დანაშაული მას არ ჩაუდენია. ხვალ ან ზეგ ჩამოვა. ჩემს შვილს “საქართველოს ბანკის” საქმესთან კავშირი არ აქვს“, – განაცხადა ძებნილი ბადრი ესებუას მამამ, ტარიელ ესებუამ.

21 ოქტომბერს, “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში შეირაღებულმა პირმა მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარი მოითხოვა,  წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად შენობა დატოვა. სამივე მძევალი გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებუყლია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, ,,საქართველოს ბანკზე”, შეიარაღებული თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია. ის 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა.

ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დასადგენად შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

“საქართველოს ბანკზე” თავდასხმის საქმე ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს.

სოფელ გრიგოლიშში ბადრი ესებუას სახლის ჩხრეკას ეჭვმიტანილის ოჯახის წევრებიც დაესწრნენ.

საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა სხვადასხვა ნივთმტკიცება ამოიღეს, რომლებიც მათ დალუქულ მდგომარეობაში ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში გადაიტანეს. სოფელ გრიგოლიშში ჩხრეკა დაახლოებით 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. გაიჩხრიკა ბადრი ესებუას ძმების საცხოვრებელი სახლებიც.

კომენტარები