ბადრი ესებუას სისხლის სამართლის საქმე, მისი ძმის გამოეყო -ცალკე წარმოებაშია

„საქართველოს ბანკზე“ შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას სისხლის სამართლის საქმე, მისი ძმის, ბიძინა ესებუას საქმეს გამოეყო, ცალკე წარმოებაშია.

აღნიშული შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, განმარტა, რომ მათთვის ერთი თვე საკმარისი არ იყო მტკიცებულებების მოსაპოვებლად.

  • ესებუები ერთ-ერთი უფლებადამცველი იოსებ ჯანაშიას ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე აღმკვეთი ღონისძიები გადაისინჯა, მოსამართლე ნატრული აკობიამ ორივე ძმა პატიმრობაში დატოვა.

ბადრი ესებუას გამოძიება ტერორიზმს ედავება, ბიძინა ესებუას მიმართ გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები