ბადრი ქობალავა, კლინიკა ავერსის ქირურგი: როგორ გადავურჩეთ კიბოს?
კანცეროფობია (კიბოს შიში), ამა თუ იმ ხარისხში, ყველას აწუხებს. ამას რეალური საფუძველიც აქვს, რადგან ონკოლოგიური დაავადებები საკმაოდ ხშირია. ჯანდაცის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კიბო 70 წლამდე ასაკის პირების სიკვდილის მიზეზთა შორის, 91 ქვეყანაში I-II ადგილზეა, ხოლო დანარჩენ 22 ქვეყანაში III-IV ადგილზე.
საქართველოში გარდაცვალების მიზეზთაგან, ავთვისებიანი სიმსივნე, გულ-სიხლძარღვთა დაავადებების შემდეგ, მეორე ადგლზეა. მიუხედავად ასეთი სიხშირისა, მაინც შესაძლებელია გადავურჩეთ კიბოს.
საქმე იმაშია, რომ ამ ვერაგ დაავადებას სუსტი წერტილ იაქვს – მისი ბევრი სახეობა, ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევაში, 99%-ში იკურნება. ამასთან, შესაძლებელია ორგანოს შენარჩუნება. მაგალითად, ძუძუს კიბოს დროს, ადრეულ სტადიაზე აუცილებელია არა მთელი სარძევე ჯირკვლის მოკვეთა, არამედ მხოლოდ დაავადებული სექტორისა.
ჩვენს ქვეყანაში, ადრეულ სტადიაზე ავთვისებიანი სიმსივნის გამოვლენა იშვიათია, რადგან საწყის ეტაპზე პაციენტს ჩივილები არა აქვს. არადა, სწორედ ჩივილებია, რაც აიძულებს მას მიმართოს ექიმს. გვიანი დიაგნოსტიკის გამო კი მკურნალობა გვიანდება. შედეგიც მით უარესია, რაც უფრო შორს წასულია დაავადება.
მაშ, როგორ მოვიქცეთ? როგორ გამოვავლინოთ დაავადება ისეთ ადრეულ სტადიაზე, როდესაც პაციენტს ჯერ არაფერ იაწუხებს?
ამკითხვაზე არსებობს მარტივი პასუხი–სკრინინგი–მასობრივი პროფილაქტიკური გასინჯვა. ბუნებრივია, ყოველგვარ სიმსივნეზე ყველა მოქალაქის გასინჯვა შეუძლებელია, მაგრამ კიბოს ხშირი სახეობების რისკის მქონე კონტინგენტის შემოწმება იაფი, მარტივი, მაგრამ ეფექტური ტესტით, ის ღონისძიებაა, რომელიც მაქსიმალურად შედეგიანს გახდის ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობას.
ჩვენს ქვეყანაში კიბოს სკრინინგს სახელმწიფო აფინანსებს. უბრალოდ საჭიროა მოქალაქის ნება და შინაგანი კულტურა, რათა ჩაიტაროს საჭირო გამოკვლევა, მიუხედავად იმისა, რომ თავს ჯანმრთელად მიიჩნევს.
ეროვნული სკრინინგცენტრი 10 წლისაა (http://www.gnsc.ge ტელ.: (032) 2-20-35-35). მისი ძალისხმევით არა ერთი პაციენტი გადაურჩა კიბოთი სიკვდილს. გამოკვევების ჩატარება შესაძლებელია როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ცენტრი კვლევებს ატარებს ოთხი ხშირი ავთვისებიანი სიმსივნის აღმოსაჩენად: ძუძუს, პროსტატის, მსხვილი ნაწლავისა და საშვილოსნო სყელის. ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს ოჯახის ექიმს.
① ძუძუ სკიბო
40-დან 70 წლის ჩათვლით, ორწელიწადში ერთჯერ უფასოდ ტარდება მამოგრაფია (ძუძუს რენტგენოგრაფია), საჭიროების შემთხვევაში – ძუძუ სექოსკოპია და მამოლოგის კონსულტაცია. საეჭვო კვანძის აღმოჩენის შემთხვევაში, ტარდება ბიოფსია და ციტოლოგიური კვლევა.
② პროსტატის კიბო
50-დან 70 წლის ჩათვლით მამაკაცებს წელიწადში ერთჯერ, უფასოდ უტარდებათ პროსტატის კიბოს სპეციფიკური ანტიგენის (PSA) განსაზღვრა სისხლში, რაც ამ სიმსივნის მარკერს წარმოადგენს.
③ მსხვილი ნაწლავის კიბო
50-დან 70 წლის ჩათვლით მოქალაქეებს, ორ წელიწადში ერთჯერ, უფასოდ უტარდებათ ტესტი ფარულ სისხლდენაზე (FOBT). დადებითი პასუხის შემთხვევაში უფასოდ ტარდება კოლონოსკოპია.
④ საშვილოსნოს ყელის კიბო
25-დან 60 წლის ჩათვლით ქალბატონებს შეუძლიათ 3 წელიწადში ერთჯერ, უფასოდ ჩაიტარონ PAP-ტესტი (საშვილოსნოს ყელის ნაცხის გამოკვლევა), ხოლო პათოლოგიის გამოვლენისას – კოლპოსკოპია (საშვილოსნოს ყელის მიკროსკოპიული დათვალიერება. საეჭვო პასუხის მიღების შემთხვევაში, უფასოა ბიოფსიური მასალის აღება და ჰისტოლოგიური კვლევა.
ამრიგად, თუ გსურთ გადაურჩეთ კიბოს, ჩაიტარეთ სკრინინგი, სანამ არაფერი გაწუხებთ!