ბავშვები გამორეკეს პანსიონიდან და მათი ადგილსამყოფელი პატარა იდიოტკამ არ იცის! – ლაშა ამირეჯიბი:

 ლაშა ამირეჯიბი:

 – გუშინ საღამოს, T.V პირველზე შემთვევით გადავრთე. კეკელკა წამყვანს მოწვეული ჰყავდა სტუმრები.მათ შორის იყო,ვინმე ანა გვარი დამავიწყდა., რომლის ორგანიზაცია მოსარჩელე მხარე გახლავთ ნინოწმინდის პანსიონის საქმეში. წამყვანი ეკითხება მოსარჩელე ანნას, შემთხვევით ხომ არ იცით, პანსიონიდან თქვენსმიერ წამოყვანილ ბავშვებს რა ბედი ეწიათ, და ამჟამად სად იმყოფებიანო?ანნა პასუხობს. სამწუხაროდ ბავშვები სად და ვისთან იმყოფებიან არ ვიცი.ეგ ინფორმაცია ეცოდინება სახალხო დამცველს ქ ნ ნინო ლომჯარიასო… დარწმუნებული ვარ, რომ ქ- ნი ნინო თვალს ადევნებს ბავშვების შესახლებას სხვა და სხვა ოჯახებსა თუ პანსიონებშიო უპასუხა ანნამ…
ანუ, ბავშვები გამორეკეს პანსიონიდან და მათი ადგილსამყოფელი,და სად არიან, პატარა იდიოტკამ არ იცის! შევატყვე, რომ ცოტა შერცხვა,, მაგრამ რა ექნა არ იცოდა, თუ რა ბედი ეწიათ ბავშვებს…
წამყვანს არ მოეწონა მისი პასუხი, რადგან გადაცემის ჩავარდნის საშიშროება თვალწინ დაუდგა და ბავშვების ამბავი აღარც მოიკითხა მეორედ.. არც მიწვეულმა , სტუმრებმა აღარ დასვეს ეს კითხვა.
სტუმრებმა ბევრი ილაპარაკეს თუ როგორი ცუდი კაცია მეუფე სპირიდონი და როგორი კეთილია პაატა ცაავა, ამჟმად გადაყენებული მეუფეთ ყოფილი. სტუმრებს შორის იყო ნაცების ჟამის ჯანდაცვის მინისტრი ბ-ნი ურუშაძე არ გემახსოვრებათ იმიტომ, რომ ვერაფრით დაამახსოვრა საზოგადოებას თავი მისი მინისტრობის პერიოდში…
სტუმრებს შორის იყო ერთი მღვდელი, რომელიც პაატა ცაავას ქება დიდებაში ლამის ამოხთა სული. იყო ერთი ქალბატონი ფსიქიატრი და თუ არ ვცდები კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი რუსუდან გოცირიძეც ბრძანდებოდა… რაღა თქმა უნდა წინამძღვარმაც უამრავი სისულელე თქვა. მოკლეთ სტუმრება ბევრი ილაპარაკეს. ზოგმა კანონებზე, ზოგმა ჯანდაცვას დაარტყა და თქვა, რომ ჯანდაცვის პრეროგატივა არისო ბავშვებზე ზრუნვა და მონიტორინგი, არც საპატრიარქო დაინდო მამაომ, რომელიც პეტრე ცაავაშია შეყვარებული.. და ა.შ.
ყველაზე მთავარი ის არის, რომ გადაცემის მსვლელობის დროს ბავშვების ბედი არავინ მოიკითხა. სად წაიყვანეს პანსიონის ბავშვები, ვის შეუსახლეს, ითრგუნებიან თუ არა ბავშვები ამგვარი გადაადგილებით, როგორ შეეწყობიან ბავშვები ახალ ატმოსფეროს, ახალ ოჯახებს, გამოიწვევს თუ არა სტრესს ბავშვებში ალაგის შცვლა, იქნება და ბავშვები სულაც ქუჩაში ათენებენ ღამეს, ან რომელიმე პოლიციის შენობაში? . არავინ არ მოიკითხა ყველაზე მთავარი. ბავშვები!
მივმართავ ჩვენს სასიქადულო ხელისუფლებას! იქნებ გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოიკითხოთ ამ ბავშვების ბედი! ეს ბავშვები არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი!
კომენტარები