ბავშვთა უფლებების კოდექსი 1 სექტემბრიდან ამოქმედდება – „ბავშვებმა უნდა იცოდნენ, მათ აქვთ“
1 სექტემბრიდან, ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდება. კოდექსი გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მომზადდა. ინიციატორი პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძეა.
-„მიზანმიმართულ ზრუნვას კარგი შედეგის მოტანა შეუძლია, ბავშვებმა უნდა იცოდნენ, მათ აქვთ საკუთარი უფლებები. ასევე უნდა იცოდნენ, სხვებსაც აქვთ უფლებები და ბავშვებმა მათ უფლებებს პატივი უნდა სცენ. პატივი უნდა სცენ ოჯახს, საზოგადოებასა და სახელმწიფოს. სწორედ ეს ბალანსი ქმნის საბოლოო ჯამში სოლიდარობაზე დაფუძნებულ საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე უნდა ვიზრუნოთ სისტემურად და არა ფრაგმენტულად.
ვამაყობ, რომ ბავშვთა უფლებების კოდექსი ერთ-ერთი სამაგალითო რეფორმაა, რეფორმას ყველა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი“, – განაცხადა სოფო კილაძემ.