ბავშვის აკადემიური მოსწრების გაზრდის უმარტივესი ხერხი დასახელდა
ამერიკული ფსიქოლოგიური ასოციაციის წევრებმა გაარკვიეს, თუ როგორ გავზარდოთ ბავშვის აკადემიური მოსწრება. მათი კვლევების შედეგები, 24 ივნისს პორტალმა “MedicalExpress”-მა გამოაქვეყნა.
ექსპერტებმა 112 სკოლის მოსწავლის, მონაცემები გააანალიზეს. ისინი მათი გამოცდების – საბუნებისმეტყველო საგნებში, მათემატიკაში ან ინგლისურ ენაში მიღებული შედეგებით ხელმძღვანელობდნენ. ექსპერტები ასევე ბავშვების გენდერს, წარმომავლობას და სხვა მსგავს ნიუანსს ითვალისწინებდნენ. ექსპერიმენტში მონაწილე ბავშვების 13% მუსიკით იყო გატაცებულები.
გაირკვა, რომ ბავშვები, რომლებიც უპირატესობას არა მხოლოდ საბუნებისმეტყველო საგნებს ანიჭებენ, არამედ მუსიკითაც არიან დაინტერესებულნი, სხვა დისციპლინებშიც გაცილებით მაღალ ნიშნებს იღებენ, ვიდრე მათი თანატოლები.
ბავშვებმა, რომლებიც მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრას ან ვოკალს სწავლობენ, გამოცდებზე უფრო დიდი შედეგები აჩვენეს.
გამოკვლევის ხელმძღვანელი პიტერ გუზუასისი აცხადებს – „ჩვენ ხშირად გვესმის, რომ მათემატიკას, ენებს და საბუნებისმეტყველო საგნებს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა და რომ ყურადღება მთლიანად მათზე უნდა გადავიტანოთ. საქმე იმაშია, რომ მუსიკალური განათლება შესაძლოა, მთლიანობაში, ყველა აკადემიური მიღწევის საწინდარი გახდეს.“
ინფორმაციას „iz.ru“ ავრცელებს.