ბავშვის ცუდი საქციელის ან დანაშაულის გამო მშობელს ან მეურვეს დასჯიან

ჩინეთში მუშაობენ საოჯახო განათლების შესახებ კანონპროექტზე,- ბავშვის ცუდი საქციელის ან დანაშაულის გამო მშობელს ან მეურვეს დასჯიან. მშობლები ან მეურვეები მიიღებენ საყვედურს და საოჯახო განათლების პროგრამების გავლა მოუწევთ. ამ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ჩინეთის პარლამენტის საკანონმდებლო საკითხების კომისიის წარმომადგენლის განცხადებით, მოზარდების არასათანადო ქცევას ბევრი მიზეზი აქვს, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საოჯახო განათლების არარსებობაა.მშობლებს მოუწოდებენ, მეტი დრო დაუთმონ შვილებს დასვენების, თამაშის და მეცადინეობისთვის.

ჩინეთის განათლების სამინისტრომ არასრულწლოვნებს შეზღუდული სათამაშო საათები დაუწესა, – მოზარდებს ონლაინ თამაშებით სარგებლობის უფლება ერთი საათით მისცა, მხოლოდ პარასკევს, შაბათს და კვირას.

კომენტარები