„ბავშვს აღზრდა სჭირდება. ეს პედაგოგიური აქსიომაა.

-„ ბავშვს აღზრდა სჭირდება. ეს პედაგოგიური აქსიომაა.
რატომ არიან დედამიწაზე და ჩვენს საზოგადოებრიობაშიც ბოროტები, ხარბები, შურიანები, გაიძვერები, მოღალატეები, გამცემები, ხამები, მკვლელები, შურისმაძიებლები, სადისტები, გარყვნილები, მაფიოზები, ეგოისტები, ნარკომანები, ლოთები და სხვანი და სხვანი? რამ მოამრავლა ისინი?
მათ არ ზრდიდნენ, არ ჩააგონებდნენ სიკეთეს, ღვთის სიტყვას, არ უღვიძებდნენ სიყვარულს, ვერ შეეშველნენ საბედისწერო წუთებსა და პერიოდებში. ყველას, ვისაც აღზრდა აკლია, აკლია ადამიანობაც.
როცა ვინმე აღუზრდელი უხერხულობაში გვაგდებს, ზიანს გვაყენებს, შეურაცხგვყოფს, ჩვენ ვადანაშაულებთ მას, მოვითხოვთ, რომ პასუხი აგოს. მაგრამ განა ისაა დამნაშავე, რომ მაღალზნეობრივი არ აღზარდეს? განა არ იმსახურებენ საზოგადოების საყვედურს ისინი, ვისაც მისი აღზრდა ევალებოდა, მაგრამ მშობლიური მოვალეობა არ აღასრულეს?
ვისაც ეკისრება ბავშვის აღზრდა, მაგრამ თავს არიდებს – მტრობას უწევს ბავშვსაც და საზოგადოებასაც.
აღზრდა ადამიანის სულიერი სამყაროს გამდიდრება და მოწესრიგებაა. ამ პროცესს დასასრული არა აქვს. აღზრდას ექვემდებარებიან დიდებიც და პატარებიც.
მაგრამ ჩვენ, უფროსებს, რატომღაც გვგონია, თითქოს ბავშვები იმიტომ იბადებიან, რომ ჩვენ ისინი აღვზარდოთ, თავად კი მათთან შედარებით თავი უკვე აღზრდილად მიგვაჩნია. თუმცა კარგად ვიცით, რომ თუ ვინმე უფროსია, არ ნიშნავს, რომ იგი სრულყოფილად აღზრდილიც არის.
კარგი იქნება, თუ პირიქითაც ვიფიქრებთ: ბავშვები ამქვეყნად იმიტომ მოდიან, რომ გამოასწორონ, რაც ჩვენ არასწორად გავაკეთეთ, გამოგვასწორონ თავად ჩვენ.
ჩვენი ზრუნვა ბავშვებზე, მათ აღზრდასა და კეთილგანწყობაზე, წინააღმდეგობანი, რასაც ისინი გვიქმნიან, სინამდვილეში ბავშვის უხილავი ხელია, რომლითაც იგი სრულყოფილებისაკენ გვიბიძგებს…”

შალვა ამონაშვილი – ქართველი პედაგოგი და ფსიქოლოგი

კომენტარები