ბათუმელი ვეტერანებისთვის უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ “ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლის” ორგანიზებით, 1-2 ივნისს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ბათუმში მცხოვრები ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება.
საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი კლინიკები: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, სამედიცინო კლინიკა “გასტროენტეროლოგი”, სამედიცინო ცენტრი “ვივამედი”, ისრაელი-საქართველოს ერთობლივი კლინიკა “გიდმედი”, გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ ” ქართული ოცნება – ჯანმრთელ მომავალს” შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიმდინარე წლის 25 იანვარს გაფორმდა და 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. მემორანდუმი მიზნად ისახავს, ვეტერანებისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნის უზრუნველყოფას და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას.
ბენეფიციარების მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან, შემდეგ მისამართზე: ბათუმი, პუშკინის ქუჩა #118; მაღალი ტექნოლოგიების სამედიცინო ცენტრი.

კომენტარები