„ბათუმისა და თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოებში ჟანგბადის წარმომქმნელი აგრეგატი დაიდგმება“

საკოორდინაციო სხდომის შემდეგ ბრიფინგი გაიმართა.

-„კოვიდკლინიკებში თავისუფალი 564 საწოლი, 430 ფილტვის ხელოვნური ვინტილატორია. კოვიდკლინიკებს 8 241 საწოლის რესურსი გააჩნით, თუმცა 7 103 საწოლია მართვაში, მათგან პაციენტების მიერ დაკავებულია 6 138, ტრიაში იმყოფება 260 პაციენტი, ჟანგბადდამოკიდებულია – 1 190, რეანიმაციულ განყოფილებებში – 377.

ჯანდაცვის სისტემაში თავისუფალი 564 საწოლი, ასევე, 430 ფილტვის ხელოვნური ვინტილატორია.

რუხის საავადმყოფოში დამონტაჟებულია ჟანგბადის წარმომქმნელი აგრეგატი, ეს სრულად უზრუნველყოფს აღნიშნული საავადმყოფოს სრულ მოცულობას. იგეგმება ჟანგბადის წარმომქმნელი კონცენტრატორის დადგმა ბათუმისა და თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოებში.

შემდგომ ასევე საკუთარი ჟანგბადის წარმომქმნელი კონცენტრატორი ექნება ინფექციურ საავადმყოფოსაც“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოსი კორონავირუსის 3 216 ახალი დადასტურებული შემთხვევა

კომენტარები