ბათუმის ბულვარის ყოფილ და მოქმედ მოიჯარეებს, ფართები დამატებით ოთხი თვის ვადით პირდაპირი წესით გადაეცემათ

ბათუმის ბულვარის ყოფილ და მოქმედ მოიჯარეებს, ფართები დამატებით ოთხი თვის ვადით პირდაპირი წესით გადაეცემათ.

-„პანდემიის ფონზე, სამწუხაროდ, სრულყოფილად ვერ ტარდება ტურისტული სეზონი, რამაც უამრავ ადამიანს შეუქმნა პრობლემა, მათ შორის მოიჯარეებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რომელიც ერთგვარი შეღავათი იქნება, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის, რომ ეს სეზონი მინიმალური დანაკარგებით გაიარონ.

აჭარის მთავრობის შუამდგომლობით თვითმმართველობებმა უკვე იმსჯელეს და მიიღეს გადაწყვეტილება ბულვარის მოიჯარეებისთვის, პირდაპირი წესით, საშეღავათო პირობებით ხელშეკრულებების გაგრძელებაზე“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობემ, თორნიკე რიჟვაძემ.

კომენტარები