ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, კორონავირუსით 67 წლის კაცი გარდაიცვალა, აგვისტოში ჰემორაგიული ინსულტი

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 67 წლის კაცი გარდაიცვალა, ის კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, კომატოზურ მდგომარეობაში.

კლინიკაში შესვლისას პაციენტის დიაგნოზი იყო: ინსულტი, პნევმონია, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია და მოციმციმე არითმიის ქრონიკული ფორმა.

ანამნეზიდან გაირკვა, რომ 2020 წლის აგვისტოში პაციენტს ჰემორაგიული ინსულტი ჰქონდა გადატანილი.

საქართველოში, დღე-ღამეში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 40 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ორი კი გარდაიცვალა.

137 აჭარაში, თბილისში 47, სამეგრელო-ზემო სვანეთში 6, იმერეთში 26, გურიაში 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

-„გამოჯანმრთელებულების რიცხვი 40-ით გაიზარდა, ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 50%-ზე ცოტა ნაკლებია“, – განაცხადა  თბილისის ინფექციური  საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3913 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1574 ადამიანი, 22 პაციენტი კი გარდაცვლილი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები