ბათუმის სტადიონი იხსნება – ბათუმის „დინამო“ და თბილისის „დინამო“ შეხვდებიან

12 სექტემბერს, ბათუმში, საფეხბურთო სტადიონი გაიხსნება. ახალ მოედანზე ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით „დინამო ბათუმი“  და „დინამო თბილისი“ შეხვდებიან.

საზეიმო ცერემონიალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი, იმღერებენ ესტრადისა და ოპერის ვარსკვლავები, მოეწყობა მასობრივი კოსტიუმირებული სანახაობა და ფეიერვერკი.

ბათუმის სტადიონის სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადა იყო 2020 წლის 14 ოქტომბერი, მაგრამ სამშენებლო ტემპიდან გამომდინარე სამშენებლო სამუშაოები დროზე ადრე დასრულდა.

ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, 2018 წლის იანვარში დაიწყო. სტადიონი 20 ათას მაყურებელზეა გათვლილი. მხოლოდ სტადიონის მშენებლობისთვის ხელშეკრულებები, ჯამში, 129 მილიონ 532 ათას 437 ლარზეა გაფორმებული.

 

 

კომენტარები