ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ტრაილერი გადაბრუნდა

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ტრაილერი გადაბრუნდა. მძღოლი გარდაიცვალა.

ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.  ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოყირავდა.

მაშველები და თვითმხილველი ადამიანები დაზიანებული სატვირთო ავტომანქანიდან მძღოლის გამოყვანას ცდილობდნენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

კომენტარები