ბათუმში ავარიის დროს და­ღუ­პუ­ლი ახალ­გაზ­რდა ბა­თუ­მე­ლი, ოპე­რა­ტო­რი, ფო­ტოგ­რა­ფი, 28 წლის მინ­დია შა­ვა­ძეა. მე­უღ­ლე და მცი­რე­წლო­ვა­ნი

14 მა­ისს ბა­თუ­მის ბულ­ვარ­თან ავარია მოხდა.ხიმ­ში­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ოთხი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა ერ­თმა­ნეთს, რის შე­დე­გა­დაც სამი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და.

მაღალი სიჩქარით მომავალი ბმვ-ს მარკის ავტომობილი ერთდროულად 3 ავტომობილს შეეჯახა.

ერთ-ერთი და­შა­ვე­ბუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან მძი­მე იყო – მისი გა­დარ­ჩე­ნა ექი­მებ­მა ვერ შეძ­ლეს, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარდაიცვალა.

და­ღუ­პუ­ლი ახალ­გაზ­რდა ბა­თუ­მე­ლი, ოპე­რა­ტო­რი, ფო­ტოგ­რა­ფი, 28 წლის მინ­დია შა­ვა­ძეა. მე­უღ­ლე და მცი­რე­წლო­ვა­ნი ვაჟი დარ­ჩა.

ახალ­გაზ­რდა ფო­ტოგ­რა­ფის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ მთე­ლი ბა­თუ­მი და ხულოს მუნიციპალიტეტი შეძ­რა. მინ­დია შა­ვა­ძე სოფელ დიდაჭარიდან იყო.

ფაქ­ტზე სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა “სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის” 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც სატ­რან­სპორ­ტო მოძ­რა­ო­ბი­სას წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

კომენტარები