ბათუმში, აქცია გაიმართა, სკანდირებენ: – „მონა, მონა!“ – ერთი ადამიანი დააკავეს

ბათუმში, მთავრობის სახლთან აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები სხვადასხვა სოციალური პრობლემაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. ამის საშუალება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა არ მისცეს. ისინი თორნიკე რიჟვაძის მისამართით სკანდირებენ: – „მონა, მონა!“.

ისინი აცხადებენდნენ, რომ რიჟვაძესთან კონკრეტული სოციალური პრობლემების განხილვა სურდათ.

სამართალდამცველები აცხადებენ, რომ მონაწილეები შენობის პიკეტირებას აპირებენ, ეს უკანონობაა.

დაპირისპირების დროს წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ირაკლი ჩხვირკვია დააკავეს. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. ჩხვირკვია „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერიაა. ის პარტიიდან ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების დროს დაკავების შემდეგ გარიცხეს.

 

კომენტარები