ბათუმში, ბულვარის მიმდებარედ დილიდან ხალხმრავლობაა

ბათუმში, ბულვარის მიმდებარედ დილიდან ხალხმრავლობაა. სანაპიროზე არიან მოქალაქეები, რომლებიც ზღვაში შესვლას არ ერიდებიან.

კლინიკა „მედალფას“ რეგიონულმა მენეჯერმა, ინფექციონისტმა, ლევან ანთაძემ განმარტება გააკეთა, თუ რამდენად უსაფრთხოა ახლა ზღვაში ბანაობა და რა უნდა გაითვალისწინონ სანაპიროზე გასულმა მოქალაქეებმა.

-„ნამდვილად არ მიმაჩნია, ზღვაში ბანაობა რომ რაიმე საფრთხის შემცველია. ზღვის წყლით კორონავირუსი არ ვრცელდება. აუცილებელია დისტანციის დაცვა“, – განაცხადა კლინიკა „მედალფას“ რეგიონულმა მენეჯერმა, ინფექციონისტმა, ლევან ანთაძემ.

 

კომენტარები