ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ, ჭურვი იპოვეს

ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ, ჭურვი იპოვეს.

ჭურვი  სანიტარული დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ასაკოვანი მამაკაცის სახლში იპოვეს.

ამ ინფორმაციას medinews.ge ავრცელებს.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებოდნენ.

გამოძიება 236 მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვას გულისხმობს.

კომენტარები